სტუმრობა კათარზისში (ტრადიცია)

დასრულებული
სტუმრობა კათარზისში (ტრადიცია) სტუმრობა კათარზისში (ტრადიცია) სტუმრობა კათარზისში (ტრადიცია) სტუმრობა კათარზისში (ტრადიცია)

ეს დღე განსაკუთრებული ემოციებითა და სითბოთი იყო დატვირთული. საქველმოქმედო ფონდი „მომავლის გზა“ ეწვია მოხუცთა თავშესაფარს „კათარზისს“, სადაც გაიმართა გულწრფელი შეხვედრა.

ფონდის წარმომადგენლებმა და ბავშვებმა მოხუცებს მოვეფერეთ, მათთან ერთად დრო გავატარეთ, მოგონებები გავცვალეთ და სითბო გავიზიარეთ. სტუმრობისას მათთვის ტკბილეულიც მივიტანეთ, თუმცა ყველაზე ძვირფასი ამ დღეში იყო ურთიერთობა, ყურადღება და ერთმანეთის მოსმენა.

შეხვედრის დასასრულს მოხუცებმა ჩვენთვის შესანიშნავი კონცერტი მოაწყვეს, რამაც დღე კიდევ უფრო ემოციური და დასამახსოვრებელი გახადა. სიხარულმა, ღიმილმა და ცრემლმა ერთდროულად მოიყარა თავი — ეს იყო ნამდვილი ადამიანური კავშირი.

ეს დღე ყველასთვის ძალიან პოზიტიური და შთამაგონებელი აღმოჩნდა და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია თაობებს შორის ურთიერთობა, სითბო და ზრუნვა.

დონაციები ჯერ არ არის

გახდი პირველი მხარდამჭერი