ადმინისტრაცია

დავით კინწურაშვილი

დავით კინწურაშვილი

ფონდის დამფუძნებელი

დავით კინწურაშვილი საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, საქველმოქმედო ფონდი „მომავლის გზა“-ს დამფუძნებელი და თავმჯდომარე დავით კინწურაშვილი დაიბადა 1973 წლის 6 სექტემბერს, აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნაში, მრავალშვილიან ოჯახში. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა გულისხმიერებითა და თანადგომის სურვილით — განსაკუთრებით სურდა დახმარებოდა მოხუცებს, მეზობლებსა და გასაჭირში მყოფ ადამიანებს. ბავშვობაში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მისმა დეიდამ, ლილი უჩანეიშვილმა, დეიდა ლილის მაგალითმა განსაზღვრა დავითის შინაგანი ღირებულებები — სამართლიანობის, გულისხმიერების და ადამიანთა დახმარების მისია. 18 წლის ასაკში დარჩა მარტო, დედისა და ოჯახისგან შორს. ეს პერიოდი გახდა მისთვის ცხოვრების მთავარი გამოწვევა, სადაც მას მარტოს მოუწია გზის გაკვალვა — სუჯუნის წმინდა გიორგის ტაძარში აღსრულებულმა ლოცვამ, როგორც თავად აღნიშნავს, მის ცხოვრებას საფუძველი დაუდო სიკეთისკენ სწრაფვისა, ადამიანების დახმარებისა და სამართლიანობისკენ ბრძოლისთვის. განათლება • 1990 – სუჯუნის საშუალო სკოლა • 1992 – №51 რადიოელექტრონიკის პროფესიული სასწავლებელი, თბილისი • 1993 – თბილისის რკინიგზის სახელმწიფო სასწავლებელი, ეკონომიკის ფაკულტეტი • 2001–2005 – საქართველოს პოლიტიკური აკადემია, დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები • ასევე – საქართველოს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური უნივერსიტეტი, პოლიტოლოგიის ფაკულტეტი სამუშაო და საზოგადოებრივი საქმიანობა დავით კინწურაშვილი ახალგაზრდობიდანვე ჩაერთო ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში: • 1992 – საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა „სიცოცხლისათვის“, აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების ხელმძღვანელი; მოგვიანებით – ვაკის რაიონის პრივატიზაციის კონტროლის კომისიის თავმჯდომარე • 1995 – აბაშის რაიონის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე; ჯუმბერ პატიაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი • 1996 – საგანმანათლებლო ფირმა „ლეგი“, აღმასრულებელი დირექტორი • 1997 – საქართველოს სოციალ-დემოკრატთა კავშირი, მთავარი კომიტეტის წევრი და თავმჯდომარის მოადგილე; მოგვიანებით – კულტურულ-დემოკრატიული კავშირი, თავმჯდომარის მოადგილე • 2000–2005 – საქართველოს ახალგაზრდობის უფლებათა დაცვისა და განვითარების კავშირის პრეზიდენტი; გაზეთი „გზა მართალი“, მთავარი რედაქტორი; სასწავლო ცენტრის გენერალური დირექტორი; არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი; ახალგაზრდული სადისკუსიო საბჭოს წევრი • 2005–2006 – ბავშვთა სარეაბილიტაციო სახლი „ჯეჯილი“, დირექტორი • 2006 – სიღარიბის დაძლევისა და გადაუდებელი დახმარებების ფონდი „მომავლის გზა“, დამფუძნებელი და თავმჯდომარე • 2015 – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო ბიუროს სოციალური პროგრამების ხელმძღვანელი ქველმოქმედება ფონდი „მომავლის გზა“, რომელსაც დავით კინწურაშვილი ხელმძღვანელობს, აქტიურად ემსახურება: • სოციალურად დაუცველ ოჯახებს • ბავშვთა დაცვის პროგრამებს • ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლების განვითარებას • ბავშვთა დღის ცენტრებს ფონდის ფარგლებში განხორციელდა ასზე მეტი სოციალური პროგრამა. დავით კინწურაშვილი აქტიურად ზრუნავს გაჭირვებული ადამიანების, მცირემოსავლიანი ოჯახებისა და სოციალურად დაუცველი ბავშვების კეთილდღეობაზე. ტრენინგები, სერტიფიკატები და პროფესიული განვითარების კურსები • მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის (MAC), 2013 – ქცევისა და ემოციური დარღვევები, ძალადობა ბავშვებში • სოციალური მომსახურების სააგენტო „ბავშვი და ოჯახი“, 2014 – ინდივიდუალური მიდგომის მეთოდი • საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, 2017 – ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სამართლებრივი საშუალებები • თიბისი ბანკი – „ინოვაციების მართვა“ • ფსიქოლოგიის, მენეჯმენტის, ადამიანური რესურსების მართვის კურსები • დელფინ აიქიუს – რთული ქცევის მქონე ბავშვების მართვა • ფსიქოლოგია და თანამედროვე საზოგადოება - პიროვნება • აგრესიული და ძალადობრივი კავშირების გარემოს მიზეზების მართვა • ცოდნისა და თანამედროვე პროფესიების მართვა • ამღზრდელების მოსამზადებელი ინდივიდუალური მიდგომის მეთოდები • გლობალური მოქალაქეობა ჯილდოები და აღიარება • „იმედის გმირი“, 2012 • 2013 წელს დაჯილდოვდავდა სახელმწიფო გმირის მედლით „სამოქალაქო თავდადებისთვის“, • ასზე მეტი ჯილდო და სიგელი სხვადასხვა სახელმწიფო, კულტურული და საზოგადოებრივი ორგანიზაციისგან • საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრის ჯილდოები • საქველმოქმედო ფონდი „პატრიარქი პატრიარქთა შორის“ – წარმატებული ქველმოქმედის სიგელი • აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის ჯილდოები • მადლობის სიგელები მოზარდთა, თეატრალური ორგანიზაციების, უსინათლოთა კავშირის, სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და ბავშვების მხარდაჭერისთვის