მომავლის გზის ბავშვთა დღის ცენტრი
ფონდი „მომავლის გზა" 2010 წლიდან აფუნქციონირებს ბავშვთა დღის ცენტრს, რომელიც განკუთვნილია სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის, განსაკუთრებით გაშვილების რისკის ქვეშ მყოფი კატეგორიისთვის.
მომავლის გზის დღის ცენტრში ბავშვები იღებენ უფასო კვებას, განათლებას და ემოციურ მხარდაჭერას.
ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება განათლების, უსაფრთხოების და ბედნიერი ბავშვობის.
განათლება და განვითარება
ჩვენს ცენტრში ბავშვები მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროგრამებში, რომელიც მოიცავს სკოლამდელ მომზადებას, უცხო ენების შესწავლას და კომპიუტერული უნარების განვითარებას.
შემოქმედებითი აქტივობები
ხატვა, მუსიკა, თეატრი და ხელნაკეთი ნივთების შექმნა - ეს ყველაფერი ხელს უწყობს ბავშვების შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
ფსიქოლოგიური მხარდაჭერა
პროფესიონალი ფსიქოლოგები მუშაობენ ბავშვებთან და მათ ოჯახებთან, რათა უზრუნველყონ ემოციური კეთილდღეობა.
ჯანსაღი კვება
ყოველდღიურად ბავშვები იღებენ სრულფასოვან საუზმეს, სადილს და წასახემსებელს. მათი კვება არის ჯანსაღი და რაც მთავარია, სამ კომპონენტიანი.
ფონდის მთავარი მიზანია:
ჩვენი მისიაა შევქმნათ უსაფრთხო, მზრუნველი გარემო, სადაც ყველა ბავშვს ექნება თანაბარი შესაძლებლობა განვითარებისა და ბედნიერი ბავშვობისთვის, მიუხედავად ოჯახის ფინანსური მდგომარეობისა.
მომავლის გზის გუნდის მთავარი მიზანია საქართველოში მინიმუმამდე დავიდეს გაშვილების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების სტატისტიკა.
ნებისმიერი სოციალურად დაუცველი ბავშვი თუ მშობელი, უნდა იყოს განვითარების მაღალ საფეხურზე, უნდა იყოს მატერიალურად მდგრადი და მენტალურად მყარი ფსიქიკის მქონე საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი.
მომავლის გზა ყოველთვის იყო საკუთარი ქვეყნის გვერდით, რაც ყოველთვის ხალხის დახმარებით გამოიხატებოდა, რადგან ჩვენთვის ძლიერი ხალხი ნიშნავს ძლიერ ქვეყანას.
ბოლო დონაციები
დონაციები ჯერ არ არის
გახდი პირველი მხარდამჭერი