მომავლის გზის“ ბავშვები ქუჩაში გამვლელებს ტკბილეულებს ურიგებენ.
დასრულებული
საქველმოქმედო ფონდი „მომავლის გზის“ დამფუძნებლის ინიციატივით, ყოველ ახალი წლის წინა დღეებში ხორციელდება ტრადიცია „მომავლის გზის“ ბავშვები ქუჩაში გამვლელებს ტკბილეულებს ურიგებენ.
ეს ინიციატივა სიყვარულის, სითბოსა და მადლიერების გამოხატვაა. მისი მთავარი მიზანია, რომ „მომავლის გზის“ ბავშვებმა პატარა ასაკიდანვე ისწავლონ გაცემის მნიშვნელობა, სიკეთის კეთება და სხვაზე ზრუნვა. ამ დღეს ბავშვები თავად იქცნენ სიხარულის გამავრცელებლებად.
დღე განსაკუთრებულად ემოციური და პოზიტიური აღმოჩნდა — ბავშვები ბედნიერები იყვნენ, რადგან საკუთარი ხელით გასცემდნენ სიკეთესა და სიტკბოს, ხოლო მოქალაქეები გულწრფელ ემოციებს ვერ მალავდნენ იმ სითბოსა და სიხარულის გამო, რაც ამ წამოწყებამ გააჩინა.
ეს კეთილი ტრადიცია უკვე მყარად დამკვიდრდა „მომავლის გზის“ საქმიანობაში და ყოველ საახალწლო პერიოდში კვლავ გაგრძელდება — როგორც სიკეთის, ერთობისა და ადამიანური ურთიერთობის სიმბოლო.
დონაციები ჯერ არ არის
გახდი პირველი მხარდამჭერი