ხელოვნების ცენტრი „საბა“ და "მომავლის გზის" ბავშვები

დასრულებული
ხელოვნების ცენტრი „საბა“ და "მომავლის გზის" ბავშვები ხელოვნების ცენტრი „საბა“ და "მომავლის გზის" ბავშვები ხელოვნების ცენტრი „საბა“ და "მომავლის გზის" ბავშვები ხელოვნების ცენტრი „საბა“ და "მომავლის გზის" ბავშვები ხელოვნების ცენტრი „საბა“ და "მომავლის გზის" ბავშვები

ხელოვნების ცენტრი „საბა“ ორი დამფუძნებლის ინიციატივით შეიქმნა და ჩამოყალიბდა, როგორც სივრცე, სადაც ბავშვები მათ მუსიკალურ და შემოქმედებით განათლებას იღებენ. აქ ისინი სწავლობენ ხელოვნების ოსტატობას, ქართული ხალხური საკრავების შესრულებას, ტრადიციულ ცეკვას და სიმღერას, რაც ხელს უწყობს მათი კულტურული და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

მიუხედავად იმისა, რომ „საბა“ ყოველწლიურად ატარებს საქველმოქმედო ფესტივალს, წელს განსაკუთრებული შესაძლებლობა მიეცათ „მომავლის გზის“ ბავშვებს. — ისინი ფესტივალზე მიწვეულნი იყვნენ და მთელი შემოსავალი რაც კონცერტზე შეგროვდა, გადაეცათ ფონდის ბავშვების სასწავლო და შემოქმედებითი განვითარებისთვის.

ეს თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელოვნება არა მხოლოდ განვითარებისთვის, არამედ სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებაცაა. „მომავლის გზის“ ბავშვები ამ პროცესში იღებენ ცოდნას, გამოცდილებას და მოტივაციას, რომელიც ხელს უწყობსმათ შემოქმედებით და პიროვნულ განვითარებას.

დონაციები ჯერ არ არის

გახდი პირველი მხარდამჭერი