„ფსიქოლოგიური პორტრეტი“ — შემოქმედების ფსიქოლოგიური სიღრმე
დასრულებული
„ფსიქოლოგიური პორტრეტი“ არის ერთ-ერთი გამორჩეული, პოზიტიური პროექტი ფონდი „მომავლის გზის“ ფარგლებში. პროექტი სპეციალურად შექმნილია საზოგადოებრივი ტელევიზიისთვის, სადაც სტუმრად ვიწვევთ შემოქმედ ადამიანებს და ვსაუბრობთ მათ ფსიქოლოგიურ პორტრეტზე, მათ შინაგან სამყაროსა და გამოცდილებაზე.
პროექტის წამყვანი დავით კინწურაშვილია, რომელმაც სტუმრებთან ერთად მრავალი საინტერესო და ღირებული თემები განიხილა. სტუმრები იხსენებენ თბილ მოგონებებს, ჰყვებიან ცხოვრებისეულ ისტორიებს და უზიარებენ მაყურებელს საკუთარი შემოქმედების მოტივაციასა და სიღრმეებს.
„ფსიქოლოგიური პორტრეტი“ არა მხოლოდ შემოქმედების მხატვრული და ფსიქოლოგიური გაანალიზების შესაძლებლობას იძლევა, არამედ მაყურებელს აძლევს შთაგონებას, სითბოსა და დადებითი ემოციების გადმოცემის საშუალებას.
დონაციები ჯერ არ არის
გახდი პირველი მხარდამჭერი