ალილოს მსვლელობა და ფონდი „მომავლის გზა“

მიმდინარე
  ალილოს მსვლელობა და ფონდი „მომავლის გზა“   ალილოს მსვლელობა და ფონდი „მომავლის გზა“   ალილოს მსვლელობა და ფონდი „მომავლის გზა“   ალილოს მსვლელობა და ფონდი „მომავლის გზა“

საქველმოქმედო ფონდი „მომავლის გზა“ უკვე 10 წელია აქტიურად არის ჩართული საშობაო ტრადიციული მსვლელობის — ალილოს — საორგანიზაციო პროცესში.

ფონდის დირექტორი დავით კინწურაშვილი ალილოს მსვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორია. მისი პასუხისმგებლობაა მსვლელობის პროცესის კოორდინაცია, განსაკუთრებით კი მწყემსებისა და ანგელოზების ჯგუფის ორგანიზება და მათი მონაწილეობით მსვლელობის მართვა, რაც ალილოს ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ და სიმბოლურ ნაწილს წარმოადგენს.

უკვე ათი წელია, ფონდი „მომავლის გზის“ ბავშვები ალილოს მსვლელობას წინ მიუძღვებიან. მათი მონაწილეობა ამ ულამაზეს ტრადიციას განსაკუთრებულ სითბოსა და სიხარულს სძენს და კიდევ უფრო ამაღლებულსა და შთამბეჭდავს ხდის ამ მნიშვნელოვან საშობაო დღესასწაულს.

ფონდი „მომავლის გზა“ ამ ტრადიციაში მონაწილეობით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ღირებულებებს, რომლებიც ალილოს არსს წარმოადგენს — სიკეთეს, ქველმოქმედებას, თანადგომასა და ერთმანეთის მხარდაჭერას.

დონაციები ჯერ არ არის

გახდი პირველი მხარდამჭერი