საქართველოს ლატარიის კომპანიის დაფინანსება დღის ცენტრს
მიმდინარესაქართველოს ლატარიის ეროვნულ კომპანიასა და საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზას“ მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ. ამ წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთად და მრავალ ოჯახს გავუწიეთ მხარდაჭერა.
საქართველოს ლატარიის ეროვნული კომპანიის მხარდაჭერით „მომავლის გზის“ ბენეფიციარ ბავშვებს მიეცათ შესაძლებლობა, ჩართულიყვნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში და განევითარებინათ საკუთარი ცოდნა და უნარები.
ამასთანავე, საქართველოს ლატარიის ეროვნულმა კომპანიამ საკუთარ თავზე აიღო „მომავლის გზის“ ბავშვების ყოველდღიური კვების დაფინანსება. როგორც ცნობილია, ბავშვების ჯანმრთელი ზრდისა და განვითარებისათვის სრულფასოვანი და ჯანსაღი კვება უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით საქართველოს ლატარიის ეროვნულ კომპანიას ამ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისა და ჩვენი ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვისთვის.
დონაციები ჯერ არ არის
გახდი პირველი მხარდამჭერი