კულინარიის გაკვეთილები მომავლის გზის ბავშვებს
დასრულებული
საქველმოქმედო ფონდი „მომავლის გზა“-ში კიდევ ერთი სასიხარულო სიახლეა ✨
ჩვენმა ბავშვებმა დიდი ხანია გამოთქვეს სურვილი, ესწავლათ კულინარია — განსაკუთრებით კი ტკბილეულის და ორცხობილების ცხობა. მათი სურვილი უკვე რეალობად იქცა!
ფონდში დაიწყო კულინარიის შემსწავლელი პროცესი და ბავშვები უკვე საკუთარი ხელით აცხობენ უგემრიელეს ორცხობილებს. თითოეულ ნამცხვარში ჩადებულია შრომა, მონდომება და სიხარული.
ეს პროცესი მათთვის მხოლოდ კულინარიის სწავლა არ არის — ეს არის დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობის და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის გზა.
და რაც მთავარია — მათი სიხარული, როცა ღუმელიდან პირველივე სურნელოვანი ორცხობილა გამოდის, სიტყვებით ვერ აღიწერება 🍪💛
დონაციები ჯერ არ არის
გახდი პირველი მხარდამჭერი