კალიგრაფი ლეილა ბაღბაია და მომავლის გზა
დასრულებული
საქველმოქმედო ფონდი „მომავლის გზა“-სთვის კალიგრაფი ლეილა ბაღბაია ერთ-ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ერთგული მხარდამჭერია.
ქალბატონი ლეილას მხარდაჭერით ჩვენი ბავშვები ეუფლებიან კალიგრაფიულ ხელოვნებას, სწავლობენ სიზუსტეს, ესთეტიკას და მოთმინებას. მისი ხელმძღვანელობით ხშირად იმართება ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვები, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა ეძლევათ საზოგადოებას გააცნონ საკუთარი შემოქმედება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ლეილა ჩვენი მეგობარი კომპანიებისთვის ქმნის საოცარ, ხელნაკეთ კალიგრაფიულად მოხატულ საჩუქრებსა და სამადლობელ ნამუშევრებს. ამ პროცესში ის ბავშვებსაც ასწავლის და მათთან ერთად ქმნის თითოეულ ნამუშევარს — რაც მათთვის უდიდესი გამოცდილება და მოტივაციაა.
ეს მხოლოდ ხელოვნების სწავლება არ არის — ეს არის კეთილი საქმის გაზიარება, სიყვარულით შექმნილი ღირებულება და ბავშვებისთვის მომავლის შესაძლებლობების გახსნა.
დონაციები ჯერ არ არის
გახდი პირველი მხარდამჭერი