„ისწავლე გაძლიერებული ინგლისური“.
დასრულებული
საქველმოქმედო ფონდი „მომავლის გზა“-ში დაიწყო ახალი საგანმანათლებლო პროექტი –
„ისწავლე გაძლიერებული ინგლისური“.
პროექტის ფარგლებში ბავშვებს ეძლევათ შესაძლებლობა, საფუძვლიანად და სისტემურად დაეუფლონ ინგლისურ ენას. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც გრამატიკისა და ლექსიკის სიღრმისეულ შესწავლას, ასევე მეტყველების, მოსმენისა და წერითი უნარების განვითარებას.
პროგრამა მიზნად ისახავს ბავშვების აკადემიური შესაძლებლობების გაძლიერებას, მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობას.
ფონდი აგრძელებს ზრუნვას თითოეული ბენეფიციარის განვითარებასა და წარმატებულ მომავალზე.
დონაციები ჯერ არ არის
გახდი პირველი მხარდამჭერი