ბაქსვუდის სკოლა მომავლის გზაში

დასრულებული
ბაქსვუდის სკოლა მომავლის გზაში ბაქსვუდის სკოლა მომავლის გზაში

ბუქვუდის სკოლა და მურო თალაკვაძე უკვე წლებია განსაკუთრებულ სიხარულს ჩუქნიან ფონდი „მომავლის გზის“ ბავშვებს. ყოველ საახალწლოდ ისინი ასრულებენ ბავშვების სურვილებს და მათთვის ნამდვილ დღესასწაულს ქმნიან.

ეს კეთილი ტრადიცია ხორციელდება პროექტის „Secret Santa“ ფარგლებში, რომელიც მურო თალაკვაძის ინიციატივით ყოველ წელს ტარდება. პროექტის მიზანია ბავშვებისთვის საახალწლო სიხარულის გაზიარება, მათი სურვილების შესრულება და იმ თბილი გარემოს შექმნა, რომელიც ახალ წელს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.

ფონდი „მომავლის გზა“ გულითად მადლობას უხდის ბუქვუდის სკოლას და მურო თალაკვაძეს ამ კეთილი ინიციატივისთვის, რომელიც ჩვენს ბავშვებს ყოველ წელს ბედნიერებასა და დაუვიწყარ ემოციებს ჩუქნის. 🎄🎁💙

დონაციები ჯერ არ არის

გახდი პირველი მხარდამჭერი