თამარ კუპატაძე
0 ₾
2,000 ₾
0%
თამარ კუპატაძე 12 შვილის დედაა. მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურესად მძიმე
სოციალურ პირობებში ცხოვრობს. ისინი ნაქირავებ ორ ოთახში არიან
შეხიზნულები საცხოვრებელი ძალიან ძველი, დაზიანებული და ავარიულია,
რომელიც არ შეესაბამება ელემენტარულ საცხოვრებელ სტანდარტებს. ასეთ
პირობებში 12 ბავშვის გაზრდა განსაკუთრებით რთული და მძიმეა.
ოჯახის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს დედის ჯანმრთელობის
მდგომარეობა. თამარ კუპატაძე ავადმყოფობს და ხშირად საჭიროებს
მედიკამენტებს, თუმცა ოჯახს წამლების შესაძენი თანხაც კი არ გააჩნია.
ოჯახის მამა მძიმე პირობებში შრომობს ის ბოთლებს აგროვებს და აბარებს, რის
შედეგადაც მცირე თანხას გამოიმუშავებს. ეს თანხა, სამწუხაროდ, ვერ
უზრუნველყოფს მრავალშვილიანი ოჯახის ელემენტარულ საჭიროებებს საკვებს,
ტანსაცმელს, ბავშვების განათლებასა და ყოველდღიურ ხარჯებს.
საქველმოქმედო ფონდი „მომავლის გზა“ შესაძლებლობის ფარგლებში მუდმივად
ეხმარება ოჯახს, თუმცა არსებული საჭიროებები ბევრად აღემატება ფონდის
რესურსებს და დახმარება საკმარისი არ არის.
დღეს თამარ კუპატაძის ოჯახს განსაკუთრებით სჭირდება:
საკვები პროდუქტები
ფინანსური დახმარება
მედიკამენტები
ბავშვებისთვის ტანსაცმელი და სასკოლო ნივთები
საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება
ნებისმიერი დახმარება ამ ოჯახისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თქვენი
მხარდაჭერა 12 ბავშვს მისცემს შესაძლებლობას, გაიზარდონ უსაფრთხო
გარემოში და ჰქონდეთ უკეთესი მომავლის იმედი.
ბოლო დონაციები
დონაციები ჯერ არ არის
გახდი პირველი მხარდამჭერი