გიორგი ჩიტაძე
0 ₾
5,000 ₾
0%
გიორგი ჩიტაძე 12 წლის ბავშვია, რომელსაც სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. მას
მხედველობა სწრაფად უქვეითდება და ექიმების თქმით, ბავშვს სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია,
რათა მხედველობის სრული დაკარგვა თავიდან იქნას აცილებული.
სამწუხაროდ, გიორგი ჩიტაძის ოჯახს არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა ოპერაციის
დაფინანსებისთვის. არსებული მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, რადგან სახელმწიფო
პროგრამაში აღნიშნული ოპერაცია არ ფინანსდება, ხოლო საჭირო თანხის მოძიება ოჯახისთვის
შეუძლებელია.
დროის გაწელვა გიორგისთვის ძალიან სახიფათოა. ექიმების განმარტებით, თუ ოპერაცია დროულად
არ ჩატარდა, მოსალოდნელია, რომ ბავშვმა მხედველობა სრულად დაკარგოს.
დღეს გიორგი ჩიტაძეს საზოგადოების მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება. თითოეული დღე
მნიშვნელოვანია და თითოეული დახმარება — გადამწყვეტი.
ბოლო დონაციები
დონაციები ჯერ არ არის
გახდი პირველი მხარდამჭერი