ეკატერინე საყვარელიძე
0 ₾
2,000 ₾
0%
ეკატერინე საყვარელიძე ორი შვილის მარტოხელა დედაა. ის სრულიად მარტო
ზრდის ორ მცირეწლოვან შვილს და ოჯახი უკიდურესად მძიმე სოციალურ
პირობებში ცხოვრობს. ყოველდღიური ცხოვრება მათთვის სირთულეებითა და
მუდმივი ბრძოლით არის სავსე.
ოჯახის შემოსავალი ძალიან მცირეა. ქალბატონი ეკატერინე სადგურის მოედნის
ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელით დაატარებს ერთ-ერთი სასადილოს
მიერ მომზადებულ ხაჭაპურებსა და პერაშკებს. მძიმე შრომის მიუხედავად, დღის
ბოლოს ის მხოლოდ 15 ლარს იღებს, რაც ოჯახისთვის მინიმალური საჭიროებების
დასაკმაყოფილებლადაც კი არასაკმარისია.
გარდა ამისა, ოჯახი იღებს სახელმწიფოს მიერ დანიშნულ სოციალურ დახმარებას,
თუმცა ეს თანხაც ვერ ფარავს ყოველდღიურ აუცილებელ საჭიროებებს — საკვებს,
ბავშვების განათლებას, ტანსაცმელსა და სხვა აუცილებელ ხარჯებს.
დღეს ოჯახს ყველაზე მეტად ესაჭიროება:
საკვები პროდუქტები
ფინანსური დახმარება
ბავშვებისთვის ტანსაცმელი და სასკოლო ნივთები
ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროებების მხარდაჭერა
ნებისმიერი დახმარება ამ ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენი
მხარდაჭერა მათ მისცემს შესაძლებლობას, გადალახონ მძიმე პერიოდი და
ბავშვებს ჰქონდეთ უკეთესი მომავლის იმედი.
ბოლო დონაციები
დონაციები ჯერ არ არის
გახდი პირველი მხარდამჭერი